კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის თვის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.
მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადაგრები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ამ მხრივ, ყველაზე მეტი 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ყაზტრანსგაზის სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში - 895, სანზონაში - 888, ისანი-ვაზისუბანში- 884, ნაძალადევში - 729 ღია კამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში - 672, კრწანისის რაიონში - 451, მთაწმინდის რაიონში - 398, საბურთალოს რაიონში - 331, ვაკეში - 181, დიდუბეში კი - 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე - 131, დიღომში 89, ხოლო აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ - 46.
ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ CO კლავს.
სამგორი - 1441
ჩუღურეთი - 895
სანზონა - 888
ისანი-ვაზისუბანი - 884
ნაძალადევი - 729
გლდანი - 672
კრწანისი - 451
მთაწმინდა - 398
საბურთალო - 331
ვაკე - 181
დიდუბე - 145
ნუცუბიძე - 131
დიღომი - 89
წყნეთი - 46
სულ - 7281

























