მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" სემეკს ბუნებრივი გაზის სატარიფო განაცხადით მიმდინარე კვირაში მიმართავს

58b3f00beefbb
დავით ჯალაღონია
27.02.17 13:19
1149
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" სემეკს ბუნებრივი გაზის სატარიფო განაცხადით მიმდინარე კვირაში მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ განუცხადა.

"დღევანდელი რეგულაციით, კომპანიებმა ყოველ წელს უნდა წარადგინონ განაცხადი ტარიფთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაზის ტარიფის ზრდას, ან შემცირებას, ეს მარეგულირებელ კომისიაზეა დამოკიდებული. ზოგადად, გაზის ტარიფი დამოკიდებულია როგორც დოლარის კურსზე, ჩადებულ, ან ჩასადებ ინვესტიციაზე, ასევე აბონენტების რაოდენობაზე პერსპექტივის მიხედვით. ამიტომ ზუსტად თქმა, რომ შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს, ან იგივე დარჩეს, რთულია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სემეკში სატარიფო განაცხადი "სოკარ ჯორჯია გაზმა" და "საქორგგაზმა" წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები