მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5ca9cf41134f3
თელარა გელანტია
07.04.19 14:21
958
“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი.
შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები.

ბინა, სადაც აალება მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო.

დამქირავებლებმა საცხობრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს.

„ყატრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, დიღმის მასივში აფეთქების შედეგად, საავადმყოფოში სულ 7 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის - 7 თვის ბავშვი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის განცხადებით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შვიდი პირი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, მათ ჯანმთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსაგაზის“ თანამშრომლები.

“დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად ევაკუირებულია ყველა მოქელაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები