საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალურ მმართველს გიგლა თამაზაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.
სემეკის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები შევიდა „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში.
ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2019 წლის პირველ მაისამდე დაიკავებს.

























