მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზტრანსგაზ-თბილისს" საქართველოსი 95 172 000 ლარის ვალი აქვს

5b482d563b942
თელარა გელანტია
13.07.18 09:00
1000
2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიმართ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დავალიანება 95 172 000 ლარს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია BM.ge-მ ოფიციალურად ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა.

მისივე ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის ფარგლებში რამდენჯერმე უკვე გაიმართა მსჯელობა.

„იგეგმება, რომ აღნიშნულ თემაზე ყაზახურ მხარესთან გაგრძელდება განხილვები“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 100%-იანი წილი „ყაზმუნაიგაზისგან“ „საქართველოს ინდუსტრიულის განვითარების ჯგუფმა“ გამოისყიდოს. 2009 წლის მონაცემებით, კომპანიის დავალიანება საქართველოსადმი 80 მლნ-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები