მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზტრანსგაზი": 7 ადამიანის დაღუპვის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი იყო

5c52cd91694ff
BM.GE
31.01.19 14:27
1031
"ყაზტრანსგაზში" BMG-ის განუცხადეს, რომ 7 ადამიანის დაღუპვის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი იყო, რომელმაც გამოიწვია არასრული წვა.

მათივე ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" ამ გამათბობლის კუსტარულად დამონტაჟების გამო, 2018 წლის მარტში ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩაჭრეს. გაზგამანაწილების ინფორმაციით, როგორც ირკვევა, მოქალაქეებმა კუსტარულად აღადგინეს გაზგაყვანილობის სისტემა. 

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუში, CO-ს გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ში BMG-ის განუცხადეს, რომ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები