მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზტრანსგაზის საკითხზე ქართული მხარე ყაზახეთის გადაწყვეტილებას ელოდება

58732b0b43424
BM.GE
09.01.17 10:16
1310
ყაზტრანსგაზის საკითხზე ქართული მხარე ყაზახეთის გადაწყვეტილებას ელოდება, - როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გამართულად შეძლოს ფუნქციონირება, თუმცა ვინ იქნება კომპანიის მფლობელი ეს ყაზახეთის მხარის გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხს, ვალიშვილის განცხადებით, ბოლო რამოდენიმე თვეა ყაზახურ მხარეს საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონია, მანამდე კი ქვეყნები რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ. ვალიშვილის თქმით, „ყაზტრანსგაზის“ გაყიდვაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კერძო ინვესტორთან მიმდინარეობდა, თუმცა ყაზახური მხარე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბებული ჯერჯერობით არაა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ყაზრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების საკითხი აქტიურად განიხილებოდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს “ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.

2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები