მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ქართული მხარე გადაწყვეტილებას ივნისისთვის ელოდება

57307e3f1e4b3
BM.GE
09.05.16 16:06
1382
"ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ქართული მხარე გადაწყვეტილებას ივნისისთვის ელოდება. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივნისში ყაზახეთთან ეკონომიკური კომისიაა დაგეგმილი.

""ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით თითქმის ყოველკვირეულად ველაპარაკები ჩემს კოლეგას ვიცე-პრემიერს ყაზახეთში თუმცა ეს არის კომპანია რომელსაც თავისი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს და თვითონ აქვს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ ივნისში გვექნება ყაზახებთან ეკონომიკური კომისია და ჩვენ მხარეს აქვს დაფიქსირებული ძალიან დიდი თხოვნა, რომ ყაზახეთის მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები