"ყაზტრანსოილმა" ბათუმის პორტის მმართველი შვილობილი კომპანია Batumi Terminals Limited გააუქმა და პორტს პირდაპირ თვითონ მართავს. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილება სტრუქტურის ოპტიმიზაციის პირობებში მიიღეს.
КазТрансОйл-ი Batumi Terminals Limited-ის 100%-იან წილს ფლობდა. სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით მართავდა ბათუმის ნავთობტერმინალს ყაზახური კომპანია.
"ყაზახეთის მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბრით თარიღდება, „ყაზტრანსოილში“ ჩატარდა სისტემური სამუშაოები ჯგუფის რექსტრუქტურიზაციის მიმართულებით",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბათუმის ტერმინალის და პორტის სატრანზიტო პოტენციალი ივნისში ყაზახეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა განიხილეს.
"სწორედ ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველო, როგორც ყაზახეთი, სატრანზიტო სახელმწიფოებად ჩამოყალიბდეს",- განაცხადა ნაზარბაევმა.

























