"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "თიბისი ბანკს" არაპროფილური ბიზნესი არასდროს ჰქონია.
ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბანკს არასდროს არ განუხორციელებია ინვესტიცია ისეთ ბიზნესში, სადაც აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იქნებოდნენ.
"არასდროს არცერთი ბიზნესი "თიბისი ბანკს" არ ჰქონია არაპროფილური, ვერცერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ "თიბისი ბანკს" ინვესტირება განეხორციელებინოს იმ ბიზნესებში, რომელშიც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს" არ ეხება. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ და არასდროს ასეთი ოპერაცია არ ჩაგვიტარებია", - განაცხადა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენის დროს.

























