მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყბადაღებული თემა, რომ 1000%-იან მარჟაზე ვმუშაობთ, კონკურენციის სააგენტომ გააბათილა - PSP

6353a0d40199f
მარიამ დემეტრაშვილი
22.10.22 20:58
1306
„ეს ყბადაღებული თემა, რომ 1000%-იან მარჟებზე მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები და ცდილობენ, ზემოგების ხარჯზე გამდიდრდნენ, დაამსხვრია კონკურენციის სააგენტომ", - ამის შესახებ „პსპ“-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ გადაცემაში „BMG DRIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ 2019 წელს ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფასნამატი 20%-25%-ის ფარგლებშია.

„ეს ყბადაღებული თემა, რომ 1000%-იან მარჟებზე მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები და ცდილობენ, ზემოგების ხარჯზე გამდიდრდნენ, დაამსხვრია კონკურენციის სააგენტომ. როდესაც სააგენტომ 2019 წლის ბოლოს დაიწყო მოკვლევა, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული. ჩვენი ინტერესი იყო, რეალურად დაენახა საზოგადოებას, რა მარჟაზე მუშაობენ კომპანიები. ჩვენ რამდენჯერმე შევხდით სააგენტოს, ორმხრივი ინტერესი იყო, სწორად შეგვეფასებინა ბაზარი და არ ყოფილიყო მხოლოდ ჭორებზე დამოკიდებული. სააგენტოს კვლევამ აჩვენა, რომ დღეს მსხვილ ფარმაცევტული კომპანიების ფასნამატი არ აღემატება 20%-25%-ს. სააგენტომ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ რამდენიმე წვრილ მოთამაშეს აქვს ეს 500%-იანი მარჟა, თუმცა ამის განზოგადება მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე არ შეიძლება“, - განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები