მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყიდულობს თუ არა GIG-ის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი "ჯეო ჰოსპიტალსს"?

5cd9862b130d4
თელარა გელანტია
13.05.19 20:00
2999
„კომერსანტის“ ინფორმაციით, GIG“-ის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსს“ ყიდულობს.

Bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გარიგების მონაწილე შესაძლო მხარეებს დაუკავშირდა.

GIG-ის პრესსამსახურში აღნიშნული არც დაუდასტურეს და არც უარყვეს.

„ჩვეულებრივი ბიზნეს საქმიანობაა, როგორ დასრულდება, ამ ეტაპზე საუბარი ადრეა“, - აცხადებენ კომპანიაში.

Bm.ge კომენტარისთვის „ჯიპიაი ჰოლდინგსაც“ დაუკავშირდა, რომლის შვილობილი კომპანიაც „ჯეო ჰოსპიტალსია“; თუმცა „ჯიპიაი ჰოლდინგში“ GIG-ის მხრიდან მათი შვილობილი კომპანიით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, არ დაუდასტურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები