მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყინვაგამძლე დიზელი „სოკარში“

დიზელი
11.12.23 12:38
292

ზამთრის დადგომისთანავე, მძღოლები, რომელთა ავტომობილებსაც დიზელის ტიპის საწვავი სჭირდებათ, სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან.

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, მაღალი ხარისხის, ევრო 5 დიზელიც კი, ხშირ შემთხვევაში, -6 გრადუსზე იყინება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, „სოკარი“ უკვე ორი წელია, ევრო 5 ტიპის დიზელს ანტიფრიზს უმატებს.

დანამატი საერთაშორისო გერმანული კომპანია BASF-ის მიერაა წარმოებული და სპეციალურად საწვავისთვისაა განკუთვნილი.

BASF-ის ანტიფრიზი საწვავს ყინვაგამძლეობას მატებს და შედეგად, სოკარში არსებული ორივე ტიპის ევრო 5 დიზელი -30 გრადუსზეც კი არ იყინება.

დანამატი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და ავტომობილებისათვის სრულიად უსაფრთხოა. წელს ევრო 5 ტიპის დიზელი ანტიფრიზის დანამატით „სოკარის“ ყველა ავტოგასამართ სადგურზეა ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები