მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირგიზეთმა "უცხოური აგენტების" კანონი მიიღო

სადირ ჯაფაროვი ვლადიმირ პუტინი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა 3 აპრილს ხელი მოაწერა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც ე.წ. უცხოური აგენტების სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს. კანონს გმობენ ყირგიზეთის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ცვლილება შინაარსით რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურია და ის მათ სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტი ყირგიზეთის პარლამენტმა 14 მარტს მიიღო, მას ყირგიზეთის 90 წევრისგან დაკომპლექტებულ პარლამენტში 64-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის მიერ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლის შეფასებითაც სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიული და უფრო ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელ როლს ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები