მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყირიმი ვეღარ დაბრუნდება. ვერც უკრაინა შევა NATO-ში - დონალდ ტრამპი

რუსეთ-უკრაინის ომი
BM. GE
18.08.25 16:56
3376

თეთრი სახლის ისტორიული სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ გვერდ Truth Social-ზე დაწერა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ ანექსირებულ ყირიმსა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ ზელენსკის ომის დასრულება თითქმის დაუყოვნებლივ შეუძლია.

“პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს. თუ მას ეს არ სურს, შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. ობამას მიერ 12 წლის წინ, ტყვიის გაუსროლელად დათმობილი ყირიმი ვეღარ დაბრუნდება. ვერც უკრაინა შევა NATO-ში. რაღაცები არასდროს იცვლება”. - დაწერა ტრამპმა

ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული პირობები, სავარაუდოდ, თეთრი სახლის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. რთულია იმის თქმა, თუ რა პოზიციას დაიჭერს საბოლოოდ ზელენსკი ყირიმთან დაკავშირებით, თუმცა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ უკრაინის პრეზიდენტი NATO-ზე უარის სანაცვლოდ სამხედრო გაერთიანების მე-5 მუხლის მსგავსი სისტემით უკრაინის დაცვაზე თანხმობას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები