მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყირიმის გამოყოფამ უკრაინას 1 ტრილიონი გრივნის ზარალი მიაყენა

56f0dec956b09
BM.GE
22.03.16 09:55
1381
ყირიმის გამოყოფამ უკრაინას 1 ტრილიონი გრივნის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ განცხადება მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა გააკეთა. დასახელებულ ციფრში შედის უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურული პროექტები.
 
"სპეციალისტების შეფასების შემდეგ, დადასტურებული ზიანის მოცულობა 1 ტრილიონი გრივნაა, რომელიც მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საწარმოების ღირებულებას, გარდა ტერიტორიული დანაკარგებისა, ისევე, როგორც ნახევარკუნძულზე არსებულ კერძო საკუთრებას", - ციტირებს უნიანი მატიოსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები