მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყივანახველა, წითელა, ქუნთრუშა, ჩუტყვავილა - რომელი ვირუსების გააქტიურებაა მოსალოდნელი?

წითელა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სეზონური ვირუსების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მოსალოდნელია წითელას შემთხვევების ზრდა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ყივანახველას შემთხვევები გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩხაიძის ცნობით, ბოლო 1 წელიწადში ყივანახველას შემთხვევა 170-დან 1600 შემთხვევამდე გაიზარდა.

“ზოგადად, ძალიან ბევრ შემთხვევაა ყივანახველის, რომელიც ძალიან აქტუალურია მცირე ასაკში. ვიცით, რომ ბავშვების აცრა 2 თვიდან იწყება. ბავშვებს, რომლებიც ყივანახველაზე აცრილები არ არიან, ეს ვირუსი ძალიან მძიმედ გადააქვთ.

მთელ მსოფლიოში, ყივანახველას ძალიან მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. დაახლოებით 13.2-ია სიკვდილიანობა ყივანახველის შედეგად. ბოლო 1 წლის განმავლობაში, საქართველოში სადღაც 1600 და შეიძლება მეტი შემთხვევაცაა უკვე დაფიქსირებული, როცა წინა წლებში, სადღაც 170 შემთხვევა ფიქსირდება. ამავდროულად, ველოდებით წითელას შემთხვევებს ზრდას. ამასთან, მომატებული იყო ქუნთრუშას და ჩუტყვავილას შემთხვევებიც”,- ამბობს მაია ჩხაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები