მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი თინათინ ნოზაძე აცხადებს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ადამიანები დაშავდნენ, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ნოზაძე აცხადებს, ის ადგილზე სიტუაციას აკვირდებოდა და დარღვევებზე მითითების შემდეგ, მას უთხრეს, ოთახი დაეტოვებინა. დამკვირვებლის ინფორმაციით, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და გაუშვეს გაზი.
თავის მხრივ, ფიზიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.