მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია! ბიზნესის ყოჩაღად მომარაგების და ახალი სიცოცხლის ამბავი

ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!  ბიზნესის ყოჩაღად მომარაგების და ახალი სიცოცხლის ამბავი
15.07.24 17:04
554

ყოველდღიური საჭიროების ნივთები: ხელსახოცი, ქიმიური ხსნარი, ჰიგიენის საშუალებები ან საკანცელარიო ატრიბუტიკა ერთი შეხედვით „უმნიშვნელო“ ნივთებია, თუმცა, ბიზნესისთვის მომხმარებლის, თანამშრომლის თუ სტუმრის კომფორტს და კმაყოფილებას ქმნის.

ამ რუტინული და მნიშვნელოვანი ნივთებით ბიზნესის მოსამარაგებლად სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებმა 6 წლის წინ „ყოჩაღები“ შექმნეს.

  • ქიმიური, ჰიგიენური საკანცელარიო და საოფისე ნივთების ფართო ასორტიმენტი
  • მისაღები და გამჭვირვალე ფასები
  • ციფრულად შეკვეთის მარტივი ფორმა
  • ხარჯების კონტროლი
  • ყოჩაღი მომსახურება - უფასო, ოპერატიული მიწოდება სასურველი რაოდენობის ლოკაციაზე.
  • ყოველთვიური რეპორტინგი

ეს ის ჩამონათვალია, რომლითაც კომპანიამ მომხმარებლის კმაყოფილება შექმნა, შეიძინა ლოიალური პარტნიორები, წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება.

„ყოჩაღების“ მისია კეთილსინდისიერი და დროული მომარაგების კულტურის შექმნაა, ზუსტი და უფასო მიწოდების სერვისი. მისიის შესასრულებლად კი ერთ-ერთი ეფექტური ხელსაწყო ციფრული ტექნოლოგიებია.

„ყოჩაღების“ დირექტორი, გიორგი კლარჯეიშვილი:

უკვე 6 წელია, ჩვენი კომპანიის მთავარი ვექტორი სერვისის დახვეწასა და განვითარებაზეა მიმართული. მთავარი აქტივი ყოჩაღი გუნდის წევრები არიან, რომლებიც სანდო, სტაბილურად მაღალი ხარისხის სერვისს ქმნიან. ამის დასტური ის ლოიალური პარტნიორები არიან, რომლებიც „ყოჩაღების“ დაარსების დღიდან ჩვენთან უწყვეტად თანამშრომლობენ.

ჩვენი შიდა პროცესები პასუხიმგებლობაზეა დამყარებული. ყოველი ჩვენგანისთვის მომხმარებლის კმაყოფილება პრიორიტეტია. ჩვენი საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი ტატა ხასაშვილი, რომელიც ფაქტობრივად კომპანიის მამოძრავებელი ძალაა ყოველდღიურად ზრუნავს შიდა პროცესების გაუმჯობესებაზე, რაც გვეხმარება შევქმნათ და შევინარჩუნოთ კმაყოფილება, რისთვისაც გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მას.

ყოჩაღების დამფუძნებელი, ირაკლი ლეკიშვილი:

„ყოჩაღები“ ვზრუნავთ მომხმარებლის კომფორტზე, მათი დროისა და რესურსების დაზოგვაზე, რაშიც ციფრულ ტექნოლოგიებს ვიყენებთ.

ჩვენი პარტნიორებისთვის შევქმენით პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მომარაგება უფრო მოქნილი გავხადეთ. თუ ბიზნესს ბევრი ფილიალი აქვს, მენეჯერებს ინდივიდუალურ ანგარიშს ვუქმნით, რითიც თავიდან ვარიდებთ ყველა ფილიალისთვის ერთად, კონსოლიდირებულ შესყიდვას. ფილიალების მენეჯერებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება.

რაც მთავარია, შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპი ორგანიზებული, გამჭვირვალეა და მარტივია. შეკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია ხელმძღვანელი პოზიციისთვის. ჩვენი პლატფორმა გამზადებულ ანგარიშს (რეპორტს) ქმნის მომხმარებლისთვის რაც მეტ სანდოობას ქმნის.

„ყოჩაღების“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, გვანცა სხირტლაძე:

„ყოჩაღების“ ისტორია 6 წლის წინ დაიწყო, კომპანია სხვა სახელით ოპერირებდა. ბიზნესმა ბევრი გვასწავლა და გვიკარნახა, წლიდან წლამდე პროგრესით დავინახეთ, რომ ადგილობრივი ბაზრის გამორჩეული მოთამაშეები ვართ და შეგვეძლო ამაზე ხმამაღლა გვესაუბრა. გავიაზრეთ რამდენად დიდ საქმეს შევეჭიდეთ და კომპანიის სტრატეგია, სახელი და იდენტობაც შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი ბრენდის მშენებლობა და სწორი პოზიციონირებაა, განვაახლეთ საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელზეც ალექს ჩიქოვანმა და ნინი კოღუამ იმუშავეს. ალექსმა და ნინიმ კომპანია განსხვავებულად დაგვანახეს, სახელით და სტრატეგიით ბრენდის და თანამშრომლების ხასიათი გამოკვეთეს.

რაც შეეხება ვიზუალურ კონცეფციას, ლოგოს და ესთეტიკას, თაკო კოსტავას და ნიკოლოზ ოსიპოვის დახმარებით შევქმენით. თავიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა თანამედროვე, მარტივი და მინიმალისტური ლოგო, რომელიც ჩვენს დინამიურ საქმიანობას ასახავდა, თაკომ და ნიკამ ზუსტად გაგვიგეს და შედეგისთვის დიდი მადლობა მათ.

ალექს ჩიქოვანი:

„ყოჩაღების“ პროექტი განსაკუთრებით მიყვარს, ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ასე იშვიათი - ბიზნეს გამბედაობაა! ბევრი არ დამთანხმდებოდა ისეთი გაბედული ნაბიჯის გადადმაზე რაც სახელად „ყოჩაღების“ და სლოგნად „ისე მოგამარაგებთ როგორც დაგიბარებიათ“ არჩევაა. ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ „ყოჩაღების“ მთელი გუნდის იმისთვის რომ ეს გაბედეს, მათი ბრენდის სტრატეგია, შინაარსი, მოითხოვდა კიდეც ასეთ გაბედულობას. მიხარია რომ კომპანიაში იმ სტრატეგიული საკითხების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს, რამაც სახელიც და სლოგანიც უნდა გაამართლოს. ბრენდი ხომ საბოლოოდ მისი ყოველდღიური საქციელია, ამ საქციელით რეპუტაციის მოპოვება, და არა კრეატიული სახელი, სლოგანი და ლოგო. „ყოჩაღებს“ ყოჩაღად ყოფნა მინდა ვუსურვო და სტრატეგიის ყოჩაღად აღსრულებით მათი სახელისა და სლოგანის მუდმივი 100%-ანი გამართლება

„ყოჩაღები“ სამომავლოდ ბევრ საინტერესო სიახლეს ამზადებენ. ბიზნესისთვის პროცესების გამარტივება, გაციფრულება და მომხმარებლის კომფორტის შექმნა პრიორიტეტია, დროული, ზუსტი და კეთილსინდისიერი მომსახურებით, ყოჩაღების მეგობრული გუნდი ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებიათ!

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: kochagebi.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები