მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოფილი კინოთეატრის "სიხარული" შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსი განთავსდება

58259497a86f5
BM.GE
11.11.16 13:50
2232
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" პირობიან აუქციონზე ყოფილი კინოთეატრი "სიხარულის" შენობა 707 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას უზრუნველყოფს და სულ მცირე 1 200 000 ინვესტიციას განახორციელებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში (კინოთეატრი "სიხარული") მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 18 ოქტომბერს გამოიტანა. უძრავი ქონების საწყისი ფასი - 461 000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები