სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეო გრანდი") ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, „ველმონდი“ ხუთ სართულზე სტუმრების მიღებას შეძლებს.
როგორც წერეთელმა bm.ge-ის განუცხადა, სასტუმროს ხუთ სართულზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნები შესრულდა და ის სრულიად უსაფრთხოა სტუმრების მისაღებად.
იურისტის თქმითვე, სამუშაოები გაგრძელდება და დაახლოებით, 1 თვეში სასტუმრო „ველმონდი“ სრულად გაიხსნება.
რაც შეეხება კაზინოს, ადვოკატის ინფორმაციით, კაზინო დახურვიდან მალევე გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „ველმონდი“ („ლეოგრანდი“) 17 აგვისტოს დალუქა. მიზეზად სასტუმროს მენეჯმენტისთვის მიცემული 43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3-4 რეკომენდაციის შესრულება სახელდებოდა.

























