მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა SpaceX-ის აქციების გაუფასურების ფონზე $600 მილიარდი დაკარგა და სოციალურ ქსელში საკუთარ თავს „ყოფილი ტრილიონერი“ უწოდა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ კოსმოსური კომპანიის აქციების პიკურ ნიშნულზე ბიზნესმენის ქონება $1.3 ტრილიონს შეადგენდა. თუმცა, ფასიანი ქაღალდების ღირებულების განახევრების შემდეგ მისი კაპიტალი $725 მილიარდამდე შემცირდა. შესაბამისად, ისტორიაში პირველი ტრილიონერის სტატუსი მასკმა მხოლოდ რამდენიმე კვირით შეინარჩუნა.
მილიარდერის ფინანსურ მდგომარეობაზე დამატებითი გავლენა Tesla-ს კვარტალურმა უარყოფითმა შედეგებმაც მოახდინა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 18%-ით შემცირდა.




























