Youtube-მა და Facebook-მა ექსტრემისტული შინაარსის ვიდეოების ავტომატურად დაბლოკვა დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, ბლოკირება ისლამური სახელმწიფოს ვიდეო-რგოლებს შეეხება. თავდაპირველად, ახალი ტექნოლოგია საავტორო უფლებებით დაცულ ვებ-გვერდებზე განთავსებული ვიდეო-რგოლების სწრაფად აღმოსაჩენად და წასაშლელად იყო შემუშავებული.
ახალი სისტემის მუშაობა კი ძალადობაზე გამოქვეყნებული ვიდეოების ძიებას ეფუძნება. სისტემა ძალადობის შემცველ ფაილს მოძებნის და შედეგ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს ავტომატურად წაშლის.

























