მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

YouTube-მა მომხმარებელს მობილური მოწყობილობებიდან პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობა მისცა

589c5dcb6574f
BM.GE
09.02.17 16:15
1759
ვიდეოსერვისმა YouTube, თავის მომხმარებელს მობილური მოწყობილობებიდან პირდაპირი ვიდეო ტრანსლაციის შესაძლებლობა მისცა, - აღნიშნულის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ბლოგში წერია.

ჯერჯერობით სიახლე მხოლოდ იმ ვიდეობლოგერებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებსაც 10 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, უახლოეს მომავალში ლაივ სტრიმინგი YouTube-ის ყველა მომხმარებლისთვის იმუშავებს.

მონეტიზაციის მომსახურება სერვისის Super Chat ხარჯზე მოხდება, რომელიც ტრანსლაციის მაყურებელს დამატებით ფასიანი მომსახურებით, კომენტარის უფრო მკაფიოდ გაკეთების საშუალებას მისცემს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები