მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოველი მეოთხე უვიზო რეჟიმითაა ჩასული: ევროკავშირში ლტოლვილთა რაოდენობა გაიზარდა

5cfe0d9fa2ae8
მიხეილ ხაჩიძე
10.06.19 23:50
1092
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ დასავლური გამოცემა morgenpost ევროკავშირის ყოველთვიურ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

გავლენიანი გაზეთის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, თავშესაფარი 206 500-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. ლტოლვილად ჩაბარებული ყოველი მეოთხე ადამიანი კი, ევროზონაში უვიზო რეჟიმით არის ჩასული.

გამოცემის ცნობით, ძირითადად, ლტოლვილთა რაოდენობა სამხრეთ ამერიკისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან იზრდება. სტატისტიკაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის მოწინავე პოზიციაზეა სირია და ვენესუელა.

2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 20 392 სირიელმა მოითხოვა, ხოლო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო, ვენესუელიდან ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღების განაცხადი 14 257 ადამიანმა შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები