მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალი
19.03.24 12:00
367

დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა

• დაბალი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება და სხვა ფაქტორები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების არგუმენტებია;

• ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე - ამ მხრივ, შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა;

• მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად - წლის ბოლოსთვის მოიაზრება 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული;

• ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი;

• ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს;

• ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები