მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყოველმხრივ ინოვაციური“ - რას გულისხმობს Geely Auto-ს სტრატეგია

64bfb4b157dd2
BM.GE
25.07.23 15:43
2537
• Geely Holding -ში შემავალი Geely Auto წარმოებას ახალი მიდგომის და კონცეფციის ფარგლებში აფართოებს და აქცენტს ელექტრიფიცირებაზე აკეთებს

• უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების კვლევებსა და განვითარებაში ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ 100 მილიარდი იუანის ინვესტიცია განახორციელა

• ავტომობილების ექსპორტის რეიტინგში მსოფლიო მასშტაბით ჩინეთი მეორე ადგილზეა და უკვე გერმანიას უსწრებს

ბოლო რამდენიმე წელია გლობალური საავტომობილო ინდუსტრია წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადადის. მსოფლიო ტრენდს და მოთხოვნებს მიჰყვებიან ჩინური საავტომობილო ბრენდებიც და სულ უფრო ინტენსიურად აწარმოებენ ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს. მათ შორის არის Geely Holding -ში შემავალი Geely Auto. კომპანიამ გასული წლიდან ახალი სტრატეგია შეიმუშავა სლოგანით All Round Innovation, რაც წარმოებაში ინოვაციურ მიდგომას და ახალ ენერგიაზე გადასვლას უკავშირდება.

ჩინური ბრენდი, Geely ინდუსტრიაში უახლეს მიდგომებს, წარმოებაში კი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს და ამ უკანასკნელისათვის არც ფინანსურ რესურსს ზოგავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების კვლევებსა და განვითარებაში Geely-მ 100 მილიარდი იუანის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, Geely-მ მოიპოვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობები ინტელექტუალური ტექნოლოგიების, ახალი ენერგეტიკული ელექტროგადამცემი ტექნოლოგიის, ჭკვიანი სალონისა და ინტელექტუალური მართვის სფეროებში.

Geely Holding ჩინური მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1986 წელს დაარსდა და საავტომობილო ინდუსტრიას 1997 წელს თავისი შვილობილი კომპანიით, Geely Auto-თი შეუერთდა. ამჟამად, კომპანია ჩინეთში მეშვიდე უმსხვილესი ავტომწარმოებელია. ავტოწარმოების გარდა, Geely Holding აქტიურადაა დაკავებული მსოფლიო ავტოინდუსტრიის ცნობილი ბრენდების შეძენით, მათ შორის 2010 წელს Ford Motor Company-სგან შეიძინა მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი Volvo Cars-ი, ხოლო 2017 წელს ბრიტანული სპორტული მანქანების მწარმოებელი Lotus-ი იყიდა. დღეისათვის ეს უმსხვილესი ჰოლდინგი ფლობს ისეთ ცნობილ კომპანიებს როგორებიცაა: Volvo Cars, Lotus, Polestar, Smart, Lynk & Co და სხვა. Geely-ს 33 ქვეყანაში აქვს ოფიციალური სადილერო მათ შორის ევროპაშიც. Geely Auto ბრენდის ქვეშ წარმოდგენილია ავტომობილების 8 მოდელი აქედან 5 SUV (MONJARO, TUGELLA, COOLRAY, AZKARRA და OKAVANGO), 2 EV (GEOMETRY C და GEOMETRY E) და 1 სედანი (EMGRAND). მათ შორის ყველაზე პოპულარულია კომპაქტური SUV Geely Coolray. Geely-ის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები