მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველწლიურად 300%-იანი ზრდა გვაქვს" - სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy

wowchy

სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy-ს დამფუძნებელი, თათია ხაინდრავა BM.GE-სთან მომხმარებელთა გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტარტაპს ყოველ წლიურად დაახლოებით 300%-იანი ზრდა აქვს.

მისივე თქმით, სტარტაპი მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, ერთი თვის წინ wowchy-მ უკვე მესამედ საიტის რედიზაინი გააკეთა. ამის მიზეზი, პლატფორმის მომხმარებელზე მეტად მორგება და ყველა ოპერაცია გამარტივება იყო.

„კომპანია სულ ვითარდება, რადგან ციფრული პლატფორმაა და მნიშვნელოვანია, რომ დინამიკურად ვითარდებოდეს. ჩვენ ერთი თვის წინ, უკვე მესამედ საიტის რედიზაინი გავაკეთეთ, რომელიც მეტად დახვეწილი და მომხმარებლებზე მეტად მორგებულია. რედიზაინი, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვაკეთებთ ხოლმე, რა თქმა უნდა მოქმედებს გაყიდვებზე. მას მომხმარებლებზე დაკვირვებითა და კვლევის შედეგად ვახორციელებთ ხოლმე. პირველ ეტაპზე ჩვენ გვქონდა ფიზიკური ვაუჩერები, შემდეგ დავამატეთ ციფრული ვაუჩერები და ახლა უკვე ვმუშაობთ ამ ციფრული ვაუჩერების გაგზავნის ფორმაზე. მომხმარებელთა დინამიკა არის ის, რომ ყოველწლიურად, 300%-იანი ზრდა გვაქვს, რაც სტარტაპისთვის ძალიან დიდი დინამიკაა.

ბრენდებიც ყოველდღიურად გვემატება. ამჟამად, 400-ზე მეტ ბრენდს ვაერთიანებთ და იმედია მალე 500-ც იქნება. ხოლო ობიექტებს თუ ჩავთვლით, უამრავია. ასევე გვყავს ქართული კომპანიებიც, რომლებსაც არ აქვთ რესურსები იმისათვის, რომ დამატებითი მარკეტინგული კამპანიაც არის მათთვის”,- განაცხადა თათია ხაინდრავა.

მისი თქმით, კომპანია ამჟამად გარდა wowchy-ს ონლაინ პლატფორმისა, ექსკლუზიურად „გლოვოს“ აპლიკაციაშია წარმოდგენილი და იქიდანაც ძალიან ბევრი შეკვეთა ხორციელდება. ამასთან, სტარტაპი პარტნიორობაზე ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან მუშაობს, რაზედაც ყველა დეტალი დეკემბერში გაჟღერდება.

რაც შეეხება დასაქმებულებს, wowchy ჯამში 10-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა სტარტაპის ზრდასთან ერთად ახალი კადრების დამატება იგეგმება. ძირითადად მოთხოვნა დეველოპერებზეა, რადგან სტარტაპი მუდმივად განვითარდეს, თუმცა ხაინდრავა დასძენს, რომ სამომავლოდ შესაძლოა AI-ს დანერგვაც, რაც ნაკლები მუშახელის საჭიროებას განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები