მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ელექტრომობილებზე და ჩინურ ბრენდებზე" - როგორი წელი ჰქონდა E-Motors Georgia-ს?

ირინა დარჩია

E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი ირინა დარჩია ამბობს, რომ კომპანიისთვის მიმდინარე წელი პროდუქტიული იყო.

მან 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე BMG-სთან ისაუბრა.

"ახალი ფილიალის გახსნა გვქონდა 2024-ში დაგეგმილი და 2025-ში უნდა შეგვესრულებინა, ეს გავაკეთეთ, ახალ სერვის ცენტრში გადავედით, რაც ჩვენთვის მიზანი იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული წელი გამოგვივიდა. ზოგადად ბიზნესისთვისაც პროდუქტიული იყო, მართლა ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ელექტროავტომობილებზე და ჩინურ ბრენდებზე ზოგადად. მოგებიანობის კუთხითაც საკმაოდ საინტერესო წელი იყო და მოლოდინებიც 2026-ში კიდევ უკეთესი გვაქვს. 2026-ში დაგეგმილი გვაქვს ბევრი აქტივობა მარკეტინგის კუთხით, უფრო მეტ ადამიანს გვინდა გავაცნოთ თვითონ ჩინური ბრენდები, რამდენიმე ბრენდის მოდელის პრეზენტაცია იგეგმება. ჯერჯერობით ეს არის, რაც ვიცით უკვე, რომ დაგეგმილი გვაქვს, შემდეგ უკვე წლის განმავლობაში ნელ-ნელა დავამატებთ ახალ გეგმებს",- ამბობს ირინა დარჩია.

კითხვაზე, რა სჭირდება ბიზნესს მეტი განვითარებისთვის, ირინა დარჩია გადასახადებს გამოყოფს და ამბობს, რომ ამ კუთხით შემცირება მეტად ხელმისაწვდომს გახდიდა ავტომობილებს მომხმარებლებისთვის.

"ჩვენს მიმართულებას ალბათ უფრო გადასახადები რომ ნაკლები იყოს. ანუ ავტომობილის შესყიდვის დროს განბაჟება რომ უფრო ნაკლები იყოს, ეს ძალიან მოგებიანი იქნებოდა თვითონ შემსყიდველისთვის, რა თქმა უნდა, რაც ფასზეც რეალურად აისახებოდა და უფრო მეტი ადამიანი შეძლებდა ავტომობილის შეძენას. კიდევ ვიტყვი, რომ ამ წელიწადში ძალიან განვითარდა დამტენების ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 2026-ში კიდევ უფრო განვითარდება, რაც ხელს შეუწყობს რეალურად ჩვენნაირ ბიზნესებს",- აღნიშნავს E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები