მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველწლიური Craft Your Future 2026 - ინიციატორი: ლიბერთი (ბაზისბანკ ჯგუფი)

Craft Your Future-ის წლევანდელი ღონისძიება მეშვიდედ გაიმართა და განსაკუთრებული კონცეფციით ჩატარდა – ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბაზისბანკ ჯგუფის ფარგლებში არსებული კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებების შესახებ. Craft Your Future ქმნის სივრცეს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ შეხვდნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ პროფესიულ გამოცდილებას, მიიღონ პრაქტიკული რჩევები და უკეთ დაინახონ საკუთარი კარიერული განვითარების პერსპექტივები. ლიბერთისთვის, ბაზისბანკ ჯგუფის წევრისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. Craft Your Future ამ მიდგომის გაგრძელებაა – პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს რეალურ პროფესიულ გამოცდილებასთან აკავშირებს და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და მომავალი კარიერული ნაბიჯების დაგეგმვაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები