მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყოველთვიურად 200 ათას ლარამდე ზარალი გვაქვს“ – „ოქტოპუსი“

612a0b4e4c10f
ლიკა გურაბანიძე
28.08.21 21:40
1283

„ყოველთვიურად 200 ათას ლარამდე ზარალი გვაქვს“, - აცხადებს bm.ge-ისთან საუბარში ფიტნესკლუბ “ოკტოპუსის” დამფუძნებელი გიორგი ასათიანი. მიზეზი მომხმარებლის შემცირებაა, რაც თავის მხრივ, პანდემიით და მისგან გამომდინარე შეზღუდვებით და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით აიხსნება.

“ოკტოპუსის” ზარალი დიდია და ყველაფერს წლის ბოლოს დავითვლით. ყოველთვიურად მიმდინარე ხარჯების მომსახურება და ვალების დაფარვა დამფუძნებლების მიერ ახალი ვალის აღებით ხდება - ხელფასები ხომ უნდა დავარიგოთ?! არის კიდევ სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც უნდა შევასრულოთ. კომპანია ფუნქციონირებას ვერ შეწყვეტს, ჩვენ დაწესებული სტანდარტი გვაქვს, რომელსაც მივყვებით და მიუხედავად ყველაფრისა, ვინარჩუნებთ“, - ამბობს ასათიანი.

“ოკტოპუსის” დამფუძნებლის აზრით, თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგმება და ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაჩქარდება, პანდემია არასდროს დასრულდება.

„ფაქტია, ახლაც პანდემიის პიკია და ერთი წლის წინაც ეს სიტუაცია იყო“, - დასძინა გიორგი ასათიანმა, რომლის თქმითაც, „აცრა სავალდებულო უნდა გახდეს და ამაზე სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს“.

გიორგი ასათიანის ინფორმაციითვე, ამჟამად „ოქტოპუსის“ თანამშრომლების 85-90% უკვე აცრილია და ერთი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები