მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე" - თამარ იოსელიანი TRACECA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

12

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

"მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების, მუდმივი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაუმჯობესებისა და გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება და სხვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას TRACECA -ს ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები