მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყურძნის სუბსიდირებაზე უარის თქმა ბიუჯეტს 20 მილიონს დაუზოგავს

5b5adcfe93ebb
BM.GE
27.07.18 12:50
643
მეღვინეობის დარგის სუბსიდირებაზე უარის თქმა ბიუჯეტს 15-დან 20 მილიონამდე ლარს დაუზოგავს, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ეს თანხები სოფლის მეურნეობაში დარჩება და იმ სექტორებისკენ იქნება მიმართული, რომელსაც უფრო მეტი დახმარება სჭირდება.

,, ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ გამოვიდოდით თანადაფინანსების ამ სქემებიდან, შევხვდით დარგის წარმომადგენლებს, გავაცანით ეს გეგმა და ისინიც დაგვეთანხმნენ. შარშან სპირტის წარმოების ნაწილში გავეცით კომპენსაციები კომპანიებისთვის, რომ კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა გაზრდილიყო და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩენილიყო, ასევე ფერმერებისთვის კომერციულად მიმზიდველი ფასი შენარჩუნებულიყო. თუმცა, დავინახეთ, რომ შარშან ტენდენციები საკმაოდ გაჯანსაღდა და წელს კიდევ უფრო კარგი კონიუქტურა გვქვს. მზარდია ექსპორტი, კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილია ინტერესი ინვესტირების კუთხით, მათ შორის გაზრდილია სიმძლავრეები, მოდერნიზებულია საწარმოები, ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ტიპის კომპენსირებაზე ღვინის სექტორში ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები