ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არსებობს. ამის შესახებ მეხუზლამ TV მაესტროს ეთერში ისაუბრა.
"ჯერ კიდევ არის ამის აუცილებლობა. სამწუხაროდ, მოთხოვნა ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს ყურძნის რეალიზაციას. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც, თითოეული ვენახის უკან ადამიანები დგანან.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი არის მალფუჭებადი პროდუქტია და ჯობია, ის ყოველთვის ბოლომდე გადამუშავდეს და დასაწყობდეს როგორც ღვინო ან სპირტი, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად მდგრადი პროდუქტებია. ყურძენი ვერ დაელოდება საბაზრო კატაკლიზმებს, როდესაც ღვინოც და სპირტიც", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
წელს რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 85 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 35 მლნ ლარი კერძო კომპანიების მიერ ჩაბარებული რქაწითლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს, დარჩენილი ნაწილი კი ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას. 1 კგ. რქაწითელზე კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 20 თეთრია.