Schuchmann Wines Georgia ყურძნის წიპწის კოსმეტიკურ ხაზს აფართოებს. კერძოდ, Schuchmann Wine Spa მომხმარებელს ახლა უკვე ყურძნის წიპწის ზეთისა და სკრაბის კოსმეტიკასთან ერთად, ველნეს პროცედურების ჩატარებას სხვა პროდუქტითაც სთავაზობს.
კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ თელავში, სოფელ კისისხევში განთავსებული Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ში ჩასული სტუმრების 80% სასტუმროს სპა მომსახურებით და მათი ღვინის ვენლეს შეთავაზებებით სარგებლობს. სწორედ ეს გახდა ყურძნის წიპწის ახალი კოსმეტიკური პროდუქტის წარმოების გაფართოების საფუძველი.
„რამდენიმე წელია შუხმან ვაინს ჯორჯიაში, კერძოდ კი კისისხევში, შუხმანის შატოში მომხმარებელს შეუძლია ღვინის ველნეს მომსახურების მიღება, რომელსაც მათ ადგილზე შუხმან ვაინს სპა სთავაზობთ. ეს შუხმან ვაინს ჯორჯიას ერთ-ერთი ძალიან წარმატებული, ინოვაციური პროდუქტია ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც არამხოლოდ საქართველოშია ექსკლუზიური, არამედ მსოფლიოში, რადგან ღვინის რეგიონებში არც თუ ისე ხშირად ვხვდებით სასტუმროებში ღვინის სპას. აქ შესაძლებელია ღვინის აბაზანების და გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღება, რომლის საფუძველი ყურძნის წიპწაა. კომპანია განვითარდა და 7 ახალი პროდუქტი დავამატეთ, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი კოსმეტოლოგები, მთავარი კოსმეტოლოგი კი ევროპელი იყო, რომელმაც შეაზავა ისეთი ელემენტები, რომლებიც სახის კანის მოვლის მიმართულებებითაც გამოიყენება. ეს პროდუქტებია: ყურძნის წიპწის ტანის სკრაბი, ხელნაკეთი საპონი ყურძნის წიპწის ზეთით და ასევე ხელნაკეთი საპონი ყურძნის წიპწით, „ვინო-ჰიდრა“ ყურძნის წიპწის სერუმი, ყურძნის წიპწის ზეთის ღამის აღმდგენი ზეთი და ყურძნის წიპწის სახის სკრაბი“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
შუხმანის ღვინის კოსმეტიკა მხოლოდ კახეთში, შუხმანის სპაში გაიყიდება. შატოში მისულ სტუმარს სპა მომსახურების მიღებისას ამ პროდუქტის გამოყენებაც შეეძლება. პროდუქტი გაყიდვაში უკვე ჩაშვებულია. პროდუქტი გაყიდვაში უკვე ჩაეშვა. აღსანიშნია, რომ „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ ღვინის წიპწისგან კოსმეტიკის წარმოება 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე მხოლოდ ყურძნის წიპწის ზეთს და სკრაბს აწარმოება, რომელსაც სტუმრებს შატოში „შუხმან ვაინს სპაში“ სთავაზობდნენ.
ახალი პროდუქტის წარმოებისთვის კომპანიამ ახალი საწარმოო ხაზი გამართა, რომელითაც წიპწისგან ზეთის მიღებაა შესაძლებელი. ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ ახალი კოსმეტიკური პროდუქტებიც ამავე საწარმოო ხაზით დამზადდება. წარმოების მიმართულება კი კომპანიაში 10 დამატებით ადგილს ქმნის. ამასთან შატოში „შუხმან ვაინ სპაში“ 12 ადგილობრივი საქმდება.