ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი დააკავეს. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით, 15:00 საათისთვის ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ბანკში მყოფი 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა, თუმცა ისინი, დაახლოებით, 2 საათში გაათავისუფლა.
მძევლების ნაწილი ამბობდა, რომ მძარცველს ბანკში შეჭრისას ხელში ყუმბარა ეჭირა.
ის 0.5 მლნ ლარს ითხოვდა.




























