ყვარელთან ერთად ძლიერმა სეტყვამ კახეთში თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. ინფორმაცია BMG-ის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში უდასტურებენ, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ რომელი სოფლები დაისეტყვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, დააზიანა ვენახები, ხეხილის ბაღები და არსებული ინფრასტრუქტურა.
სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ყვარლის მუნიციპალიტეტს მიაყენა. სოციალურ ქსელში ადგილობრივების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარსაათიანმა სეტყვამ ვენახები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.