ყვარლის მუნიციპალიტეტმა 250 000 ლარის ღირებულების შესყიდვა დღეს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც 2024 -2025 წელში დაწყებული (მათ შორის მიმდინარე) და 2026 წელში გაგრძელებული 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო და სადემონტაჟო სამუშაოებზე სამშენებლო საზედამხედველო სამუშაოებისთვის ეძებს კომპანიას.
ტენდერის მიხედვით, ეს ინფრასტრუქტურული ობიექტებია: შენობები, ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, საავტომობილო გზები, სანიღვრე არხები,სპორტული მოედნები,გარეგანათების ქსელები,ნაპირსამაგრი ,საინჟინრო ქსელები, სუსტი დენები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები.
ტექნიკური მოთხოვნები
- რეტენდენტი ვალდებულია, საზედამხედველო მომსახურება უზრუნველყოს ყველა იმ დარგის სპეციალისტით, რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაოების ინსპექტირებას, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ნორმებისა და პირობების სრული დაცვით.
2. კონკრეტული პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის სპეციალისტების შეთანხმება შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული პროექტის ზედამხედველობას. აღნიშნული შეთანხმების ვადები და პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულების დრაფტში დეტალურად.
ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ.
კონტრაქტის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.