მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყვარლის წყალმომარაგების რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

5b20e91365289
თამუნა დემეტრაშვილი
13.06.18 13:49
576
ყვარლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის საგანი, რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის, ასევე გამწმენდი ნაგებობების მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაა.

ტენდერის საწყისი ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქალაქ ყვარელში ამჟამად 2300 მომხმარებელს ემსახურება. დასკვნაში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს ნათქვამია, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემა გენერალურ რეაბილიტაციას საჭიროებს, რაც რამდენიმე წლიან სამუშაოს მოიცავს. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა მოამზადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები