ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად ყვავილებზე მოთხოვნა იზრდება. ამის პარალელურად კი მომხმარებელი ყვავილების გაზრდილ ღირებულებაზე საუბრობს. ყვავილების რეალიზატორები აღნიშნავენ, გასულ წლებთან შედარებით, ფასები მომატებულია საერთაშორისო ბაზრებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებულები, ეს ყვავილის გასაყიდ ფასზე აისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს იმპორტის ღირებულებაც გაიზარდა, ზრდამ გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 70% შეადგინა. რა ვითარებაა სექტორში, დაახლოებით რა ფასად შეძლებთ ყვავილების შეძენას?