მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ თბილისი კიდევ უფრო მეგობრული ქალაქი გახდეს"

5c051e8cd72c1
თელარა გელანტია
03.12.18 16:13
778
„ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ თბილისი კიდევ უფრო მეგობრული ქალაქი გახდეს“

დედაქალაქის ცხოვრებაში ეს ერთი წელი ნამდვილად ძალიან წარმატებული იყო, თუმცა კიდევ ბევრი პროექტი, ბევრი გეგმა არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის მერის კახი კალაძის მიერ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

„ბევრი კარგი და მოსახლეობისთვის საჭირო პროექტი განხორციელდა მიმდინარე წელს თბილისში, ესაა როგორც მწვანე სივრცეების შექმნა, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა, დიდი და მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები. რაც მთავარია, ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ თბილისი კიდევ უფრო აქტიური და მეგობრული ქალაქი გახდეს ახალგაზრდებისა და ყველა თაობის ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები