„ყველა ბანკისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელსაც საქართველოში საბანკო ლიცენზიის მიღება სურთ ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დაინტერესებული მხარე ეროვნულ ბანკთან წარადგენს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ლიცენზიის მისაღებადაა საჭირო, ის ლიცენზიას მიიღებს.
„რამდენი ბანკი იქნება საქართველოში ამას დრო დაგვანახებს. ჩვენი მიზანია რომ საბანკო სექტორი იყოს მყარი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























