მისი თქმით, ის ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხს დეტალურად არ იცნობს და კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ძალოვანი უწყებები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ამ წამს გავიგე საკითხის შესახებ და როდესაც გავეცნობი საქმეს, დეტალურ კომენტარს შემდგომ გავაკეთებ. ზოგადად კი ვიტყვი, რომ ჩემი აზრით მამუკა ხაზარაძეს დაკავების საფრთხე არ ემუქრება.
დარწმუნებული ვარ, მამუკა ხაზარაძე და სხვა ბიზნესმენები ისევე იზრუნებენ ქვეყნის გაძლიერებისთვის, როგორც ამას დღეს აკეთებენ. ყველა იმ ბიზნესმენს, რომელსაც უნდა ქვეყნის შენება, ბუნებრივია უნდა ჰქონდეს სხვა ბიზნესმენებისგან სოლიდარობა, უბრალოდ საკითხს დეტალურად არ ვიცნობ და კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

























