ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურეს.
"ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო!
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", - წერს ნინო ლომჯარია.