მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა ერთგვაროვანი პროდუქტის მწარმოებელი თანაბარ საგადასახადო პირობებში უნდა მოექცეს"

5b472dbb63f69
მაია ბიწაძე
12.07.18 14:03
696
"ყველა ერთგვაროვანი პროდუქტის მწარმოებელი თანაბარ საგადასახადო პირობებში უნდა მოექცეს" - ამის შესახებ Bm.ge-ს გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტმა, გიგლა მიმქაუტაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, დღგ-სგან მწარმოებლების შერჩევით გათავისუფლება მათ არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას გამოიწვევს, რაც მისი აზრით არასამართლიანია.

"ფრანგმენტული უპირატესობების მინიჭება ფისკალური კუთხით არ არის სწორი, მაგრამ როგორც წესი, ამას აქვს ხოლმე ისეთი არგუმენტები, რაც ითვალისწინებს იმ სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას. მე რამდენადაც ვიცი, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ქართული რძე კონკურენციას ვერ უწევს იმპორტულ რძის ფხვნილს და შესაბამისად ბაზარზე მოთხოვნა ნატურალურ რძზე აღარ არის. რა თქმა უნდა, დღგ-ს მოხსნით ქართული რძის და რძის პროდუქტების კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. თუმცა, იმპორტიორებს ეს არასამართლიან გარემოში აქცევს, მთელს მსოფლიოში ეს ერთგვარი გემოვნების საკითხია, ასეთი რამ აშშ-იც ხდება, მთავრობას აქვს დისკრეცია ასეთი გამონაკლისები დაუშვას“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

მისივე განმარტებით, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ დღგ-სგან კვერცხისა და ქათმის ხორცის მწარმოებლებიც განთავისუფლდებიან, რადგან სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგებია და მწარმოებლები ერთ საგადასახადო პირობებში უნდა ექცეოდნენ.

"თუ ვათავისუფლებთ დღგ-სგან, ყველა ერთნაირი პროდუქტი უნდა გავათავისუფლოთ, თუ არა, მაშინ არცერთი. რადგან ამ შემთხვევაში იჩაგრებიან გარკვეული მწარმოებლები და მათ შორის არათანაბარი კონკურენცია იქმნება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები