ინტერვიუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილთან.
- ბატონო ილია რა პროექტები იგეგმება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით?
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ქვე- სამინისტროში პრიორიტეტები აქვს და ესენია წყალი და გზა ყველა დასახლებულ პუნქტში. ეს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია და ჩვენ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ დავიხარჯოთ და ეს პრობლემები დროულად აღმოვფხვრათ. მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი სამინისტროს ორი მთავარი მიმართულების შსახებ.
ერთი არის ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ და მეორე ეს არის - რეგიონული განვითარება. რეგიონული განვითარება ძლიერ, ადგილობრივ თვითმმართველობას ნიშნავს და სწორედ ევროპული საქართველო ნიშნავს საქართველოს, სადაც ძლიერი თვითმმართველობაა. შესაბამისად ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ფონდებია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხმარება იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხალხს აწუხებს. ადგილობრივი დანიშნულების გზები და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობების კოდფედენციაა. შესაბამისად ჩვენ მათ ფინანსურ მხარდაჭრას ვუცხადებთ ცენტრალური ბიუჯეტიდან. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ 2013-2016 წლების განმავლობაში რეგიონალური პროექტების მხარდაჭერის ფონდიდან თითქმის 700 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 150 000 000 ლარია და ეს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტზე ნაწილდება.
ფონდის პარალელურად, სოფლის მხრდაჭერის პროგრამა გვაქვს, რომლითაც შედარებით მცირე ზომის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. რეგიონული პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითქმის 60% არის ადგილობრივი დანიშნულების გზების რეაბილიტაცია.
- მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მუშაობს სახელმწიფო?
- ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა მართლაც მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას. ჩვენი ყველა აქტივობა, ჩვენი ყველა პროექტი ეს იქნება მსხვილი თუ მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი, მიმართულია იქითკენ, რომ გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იყოს ბიზნესის კეთებისთვის ბარიერი. ჩვენ გვყავს სხვადასხვა დონორები და სხვადასხვა პროგრამებით ვეხმარებით ბიზნესს. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებით მათ სტიმულს ვაძლევთ, რათა მათ დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ საკუთარ ბიზნესში და ის ბიზნეს შესაძლებლოებები გაზარდონ, რომელიც მათ დღეს არ აქვთ, რაც მათთვის გზის, წყლის და სხვა კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. საკმაოდ ხელშესახები შედეგები გვაქვს კახეთში, იმერეთში და ახლა აქტურად ვიწყებთ მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მუშაობას, სადაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და ინფრასტრუქტურას მოვუწესრიგებთ, რათა მათ საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები გააფართოვონ, გაზარდონ და მეტი აგროტურისტი მოიზიდონ.
- აგროტურიზმის ხელშეწყობის კუთხით, მთის განვითარების პროექტი არსებობს, რომელიც თქვენს სტრატეგიაში ჯდება. ამ მიმართულებით რა ღონისძიებები უნდა განახორციელოთ და რას ფიქრობთ, როდის დაიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას?
- ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონი მიეღბულია, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. აქ უამრავი საგადასახადო შეღავათებია, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ, როგორც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის საწარმოს ფორმატში დარეგისტრირდნენ და იქაც საკუთარი ბიზნესი უამრავი შეღავათით აწარმოონ. ჩვენც შესაბამისად, ამ შეღავათების პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მათთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.
- კრიტიკა ისმის, რომ რასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს იმ პროექტების შესახებ ნაკლებად არის ცნობილი ეს პროექტები მოსახლეობამდე არ მიდის. დღეს თუ არის რამე ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოსახლეობამ უნდა გაიცნოს?
- ჩვენი პროექტების შესახებ ინფორმაციას ყველა შესაძლო საშუალებით ვავრცელებთ, თუმცა ეს წუხილი არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარებისთის ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად საუბრობენ ავტობანის მუშაობის ტემპზე და მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გასამმაგდა ავტობანის მშენებლობა. პროექტებს რაც შეეხება, ერთი, რომელსაც გამოვყოფდი არის თბილისში მეტროსადგურ ’’უნივერსიტეტის“ მშენებლობა. ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მომავალ წელს თანამედროვე ევროპული ტიპის მეტროსადგური გვექნება. ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია. შემდეგი პროექტი, რომელსაც ხაზს გავუსვამდი არის პირიქითა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც პრაქტიკულად პირიქითა ხევსურეთში ოჯახებს აბრუნებს. იქ გზა არასდროს არ ყოფილა.
- კახეთში სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუ შეიძლება ეს პროექტი დეტალურად გაგვაცანით...
- ჩვენ ძალიან ბევრი მიკროპროექტი გვაქვს, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ თემატურად უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს. ახსენეთ ქვევრის სკოლა-სახელოსნო, რომელიც დასრულებული პროექტია. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ რომ საქართველოში უძველესმა ტრადიციამ, ქვევრის დამზადებამ ახალი სიცოცხლე მიიღოს.
ასურეთს რაც შეეხება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშია სოფელი ასურეთი, რომელიც ძველი გერმანული სოფელი იყო, რომელიც გვინდა, რომ ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცეს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩამოსული ვიზიტორებისთვის. იქ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ და შემდეგ უკვე მომდევნო ფაზაზე გადავალთ გერმანულ სახლებს პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ.

























