მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა მიხვდა, რომ შავი ზღვის რეგიონი ტვირთნაკადებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - Maersk-ი

62ebfb6023605
ალა ისპირიანი
04.08.22 22:10
938
„შავი ზღვის რეგიონი ტვირთნაკადების შესრულებისთვის არა თუ მაღალი რისკის მქონე, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ Maersk-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა შავი ზღვის რეგიონში, ირაკლი დანელიამ „საქმის კურსში" განაცხადა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონის გამოყენება გრძელვადიან პერიოდში უნდა შენარჩუნდეს.

„შავი ზღვის რეგიონი ქართული, ბულგარული და რუმინული მიმართულებით უფრო და უფრო მეტად აქტიური ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული პორტები მსხვილი საზღვაო ხაზებისთვის ნაკლებად საინტერესოა და უკრაინულ პორტებში ომის გამო ოპერატორები ფიზიკურად ვეღარ შედიან. ეს გარკვეულ პოზიტიურ ეფექტს ახდენს, თუმცა მნიშვნელოვანია ეს ეფექტი გრძელვადიანად შენარჩუნდეს. ამისათვის როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან ქმედებების ერთობლიობაა განსახორციელებელი“, - ამბობს დანელია.

მისივე მოსაზრებით, შუა კორიდორის გამოყენებისას აუცილებელია სანდოობის მაღალი დონე არსებობდეს.

"აქამდე არსებობდნენ მსოფლიო ორატორები, ე.წ ტვირთის მფლობელები, რომლებიც მაღალი რისკიანობის სკალით აფასებდნენ შავ ზღვაში თავიანთი ტვირთების მიმართვას. ამის მიზეზი არასწორი ინფორმაცია იყო, კერძოდ ის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომია და შავ ზღვაში ტვირთების გადაზიდვა გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, რაც სიმართლე არ არის. კარგია, რომ ეს დეზინფორმაცია მალე აღმოიფხვრა და ყველა მიხვდა რომ შავი ზღვის რეგიონი არა თუ მაღალი რისკის მატარებელია, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ის მნიშვნელოვანი ტვირთნაკადები შესრულდეს, რომელიც შავი ზღვისპირა ქვეყნებში ფორმირდება. ამასთან ცენტრალური აზიის ე.წ ჩაკეტილი ქვეყნების კავშირი დანარჩენ მსოფლიოსთან შენარჩუნებული რომ იყოს. ეს კავშირი სრულფასოვნად შესაძლებელია ე.წ შუა კორიდორის მეშვეობით, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს“, - განაცხადა Maersk-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები