ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი FDI-ს შემცირებას ლარის კურსს და პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს. როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, „ყველა მთავრობა უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ თავისი ბიზნესმენი „ბედნიერი“ იყოს.“
„იცით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქვეყანაში როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ხდება ამის დასტაბილურება არის კრიტიკული, ასევე კრიტიკულია ლარის კურსის დასტაბილურება. როდესაც ეს მოწესრიგდება შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და FDI გასამმაგდება. ინვესტორებს ლარის კურსი არ აინტერესებთ, ისინი ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესმენების კმაყოფილებას უყურებენ. როდესაც მე ბედნიერი ვარ, ინვესტორიც მომყავს.
FDI-ს ქართული ბიზნესი აკეთებს. ყველა მთავრობა უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ თავისი ბიზნესმენი „ბედნიერი“ იყოს. ახლა ბიზნესი ლარის კურსის გამო ძალიან მძიმე დღეშია. არა მარტო ბიზნესს, თქვენ ხედავთ მომხმარებელს რა სჭირს და რა ფასებია. ფასები ფანტასტიკურად გაფრენილია“ - განაცხადა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

























