"ყველა პატიმარი ასხივებს ძალას, ასეა მამუკა ხაზარაძეც" - ამის შესახებ რატი ამაღლობელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი მოსაზრებით, მთელი ყურადღება ბოლომდე პატიმრების ოჯახებისკენ უნდა მივმართოთ, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს და პატიმრები სახლში არ დაბრუნდებიან.
"გარდა დიდი ხნის მეგობრობისა, მამუკასთან ბევრი საერთო საქმე და შრომა მაკავშირებს, ამ შრომის ნაყოფია ლიტერატურული პრემია “საბაც”, რომელიც 2002 წელს დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ხშირად ვემთხვეოდით ერთმანეთს, იყო მომენტები როცა გვქონდა განსხვავებული ხედვები, თუმცა ყოველთვის ვთანხმდებოდით ღირებულებებში, რომელიც საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანსა და ევროპულ მომავალს გულისხმობს.
ყველა პოლიტიკური პატიმარი განსაკუთრებულ ძალას ასხივებს, მამუკაც ასეა. მშვიდად და სრული თვითრწმენით წავიდა იქ, სადაც რეჟიმს ჩვენი, საზოგადოების გამორჩეული ხალხი ჰყავს დამწყვდეული.
ახლა ყველაზე მეტად მინდა მამუკას ოჯახი იყოს მხნედ, ჩვენი ძალაც და ყურადღებაც ბოლომდე პატიმრების ოჯახებისკენ უნდა მივმართოთ, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს, სანამ პატიმრები არ დაბრუნდებიან სახლში", - წერს რატი ამაღლობელი.




























