მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა პატიმრის დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას" - ლიკა გუნცაძე

ლიკა გუნცაძე
13.01.25 12:38
5378
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის მენეჯმენტი ანდრო ჭიჭინაძის დედას - ლიკა გუნცაძეს ხვდება.

საქმე ის არის, რომ შეხვედრის შესახებ ანონსი გუშინ ლაშა ბუღაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების მშობლების სახელით ანდრო ჭიჭინაძის დედა საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდა.

„ჩვენ ვითხოვთ ბანკების გენერალურ დირექტორებთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან Archil Gachechiladze და ვახტანგ ბუცხრიკიძესთან Vakho Butskhrikidze შეხვედრებს ერთადერთი მიზნით: გამოთქვან მკაფიო პოზიცია და მოგვცენ გარანტია, რომ როდესაც მათი თანამშრომლები გაიფიცებიან 15 იანვარს, 15:00-დან 18:00 საათამდე, მათ ექნებათ სრული მორალური მხარდაჭერა მენეჯმენტისგან პროტესტის გამოხატვის ამ ფორმის გამოყენების დროს და ამ ადამიანთა მიმართ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ზემოქმედების ზომა!“ - წერდა ლაშა ბუღაძე.

შეხვედრის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის დედამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ყველა პატიმრის დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, 15 იანვარს საბანკო სფეროში დაგეგმილ სამ საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, არ შეუშალონ ხელი თავის თანამშრომლებს, ვისაც ნება აქვთ და უნდათ რომ გაიფიცონ არ შეუშალონ ხელი. მინდა მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ეს თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცებიან არ დაისაჯონ. ამას ვითხოვ და მოვითხოვ. თუ გინდათ, რომ პატიმრების მშობლებს და პატიმრებს გვერდით დაუდგეთ. ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ამით. იმედი მაქვს, საბანკო სექტორი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ლიკა გუნცაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები